გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის - ბიზნეს იდეების შეფასება
  • ID STI_3
  • თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის - ბიზნეს იდეების შეფასება
  • დაწყების თარიღი: 14 თებერვალი 2024
  • დასრულების დრო: 29 თებერვალი 2024 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, სტარტაპების თანადაფინანსების გრანტებიპროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს ან რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება დაფინანსების გაცემამდე პერიოდში.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს 150’000 ლარს. მოთხოვნილი გრანტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ფულადი ფორმით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვლის 23:59 საათი.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • თანადაფინანსების გრანტების სახელმზღვანელო (ქართულ ენაზე)
  • თანადაფინანსების გრანტების სახელმზღვანელო (ინგლისურ ენაზე)
  • დანართი 1 - ბიზნეს იდეის ფორმა
  • დანართი 5 - აპლიკანტის განცხადება
  • პროგრამის პირველი ეტაპის შემდგომ წარსადგენი დოკუმენტები