საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "
მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები ქვემო ქართლის რეგიონიდან.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში
-
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
-
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;
ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]