საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აცხადებს კონკურსს ანგელოზი ინვესტორების ქსელების მხარდასაჭერად. ანგელოზი ინვესტორების ქსელების კონკურსი მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული ორგანიზაციების მხარდაჭერას და გამარჯვებულისგან შემდეგი 3 კომპონენტის ჭრილში შესრულებული მომსახურების შესყიდვას:
1. ინვესტორების ცნობიერების გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების განსახორციელებლად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების პროცედურებზე, ტრენდებსა და შესაძლებლობებზე;
2. სტარტაპების მზაობის გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების მისაღებად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები ინვესტიციის მიღების პროცედურებზე, ბიზნესის შეფასების და საინვესტიციო შეთავაზებების სწორად დაგეგმვაზე;
3. ღონისძიების ორგანიზებაზე, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინვესტორების წინაშე წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ინვესტიცია.
გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა
საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. შეფასების შემდეგ, კომისია იტოვებს უფლებას, ჯამური საკონკურსო ბიუჯეტი გაანაწილოს სულ მცირე ერთ გამარჯვებულ ორგანიზაციაზე, მათ მიერ გადაწყვეტილი პროპორციით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 სექტემბერი.