გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
  • ID IGFR_3
  • 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამეგრელო
  • დაწყების თარიღი: 15 მაისი 2023
  • დასრულების დრო: 15 ივნისი 2023 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის " 

Მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სამეგრელოს რეგიონიდან.

Პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია - გუნდი მზად არის გამოიყენოს შესაძლებლობა მოცემულ დროის პერიოდში; გუნდის წევრებს აქვთ ინდუსტრიის ექსპეტული ცოდნა;   გუნდის წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება; გუნდში არ არის საკვანძო პოზიციის/პოზიციების დეფიციტი. 

ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი (ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა) -  წარმოების გაზრდის მასშაბატი/ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი; გადასაწყვეტი პრობლემის მნიშვნელობა; ბაზრის კონკუნტუნლობა; კონკურენტების მდგომარეობა ბაზრაზე;  ბაზრის მასშატაბი (ადგილობრივი, რეგიონალური, გლობალური); ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი.  

გ) კონკურენტული უპირატესობა/ინოვაციურობა - შემოთავაზებული ინოვაციის უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტების შეფასება; ინტელექტუალური საკუთრება ანდა მისი შექმნის პოტენციალი.  

დ) რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა - მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გრანტის გაცემის წესი
  • ხშირად დასმული კითხვები

წარსადგენი დოკუმენტები

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის რეზიუმე (CV)
  • გუნდის წევრების რეზიუმეები (CV ები)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან