საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "
Მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები შემდეგი რეგიონებიდან : აჭარა, გურია, იმერეთი
Პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში
-
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
-
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის ხელშეწყობას
-
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
-
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;
ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;
გ) კონკურენტული უპირატესობა/ინოვაციურობა;
დ) რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა