გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
15000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა
  • ID SGP_82
  • 15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა
  • დაწყების თარიღი: 22 სექტემბერი 2020
  • დასრულების დრო: 31 დეკემბერი 2020 00:00

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

პროტოტიპის შექმნის დაფინანსება

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის სერვისის პროტოტიპის შექმნა. გრანტის მიზანია შესაძლებელი გახადოს დაფინანსება საწყისს ეტაპზე, რათა პროექტის გუნდსჰქონდესშესაძლებლობა შექმნას პირველადი პროტოტიპი და შემდგომში იზრუნოს პროდუქტის/სერვისის განვითარებაზე. აღნიშნული ასევე დაეხმარება გუნდს კარგად მოემაზდოს უფრო დიდი დაფინანსების მოპოვებისთვის.

ჩვენ ვაფინანსებთ

პროტოტიპირებას, რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტებისთვის მოწყობილობების და კომპიუტერული პროგრამების შექმნას (15 000 ლარამდე თითოეული პროექტისთვის).

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას, ვინაიდან ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მასალები

  • მომსახურების შეძენა

დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მარკეტინგი და PR;

  • Საბრუნავი და ძირითადი საშუალებებისათვის;

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;

ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;

გ) კონკურენტული უპირატესობა;

დ) პროდუქტი/ტექნოლოგია;

ე) დრო/შემოსავალი

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N13 ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მცირე გრანტის გაცემის წესი.
  • პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის განცხადების შაბლონი
  • პროგრამული ანგარიშის ფორმა
  • ფინანსური ანგარიშის ფორმა

წარსადგენი დოკუმენტები

  • პროტოტიპის განაცხადის ფორმა
  • პროტოტიპის ბიუჯეტის ფორმა
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ( რეზიუმე; CV)
  • პრეზენტაციის შაბლონი (Pitch Deck)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ( რეზიუმე/CV)
  • ამონაწერი რეესტრიდან