გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_80
  • 15000 მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - ელექტრონული სერვისების პროტოტიპირება
  • დაწყების თარიღი: 19 აპრილი 2020
  • დასრულების დრო: 31 დეკემბერი 2020 02:16
  • დარჩენილი დღეები: 62

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  •  ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
  • ისეთი სერვისების/პლატფორმების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ელექტრონული სერვისების განვითრებასა და ადაპტირებას;
  • ადგილობრივი ელექტრონული მმართველობის პოტენციალის ხელშეწყობასა და გაძლიერება, რომლის შედეგად მოხდება სერვისების დიჯიტალიზაცია და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქვეყნის მოსახლეობისთვის,  მარტივი და სწრაფი გადაწყვეტის გზების მეშვეობით;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

ელექტრონული სერვისების პროტოტიპის გრანტით ფინანსდება:

  • ელექტრონული სერვისების პროტოტიპების შექმნა/არსებული პროტოტიპის ტესტირება/გაუმჯობესება, მსოფლიოში არსებული სერვისების ქართულ ბაზარზე ადაპტირება.

პროტოტიპი არის პროდუქტის/ელექტრონული სერვისის პირველადი/ადრეული  ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად.

ელექტრონული სერვისების პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემის გადაწყვეტა და ადგილობრივი პოტენციალი;
ბ) პროექტის განხორციელებადობა დროის მოკლე პერიოდში;
გ) პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
დ) საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 95 პროცენტს. დარჩენილი 5 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის N16 ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მცირე გრანტის გაცემის წესი.
  • პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის განცხადების შაბლონი
  • პროგრამული ანგარიშის ფორმა
  • ფინანსური ანგარიშის ფორმა
  • გრანტის ანგარიშგების ინსტრუქცია

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ბიუჯეტის ფორმა იურიდიული პირისთვის
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • ამონაწერი რეესტრიდან
  • პროტოტიპის გეგმა/ნახაზი, ესკიზი (არსებობის შემთხვევაში)