გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_69
  • მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - სამგზავრო
  • დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი 2019
  • დასრულების დრო: 30 ნოემბერი 2019 00:00
  • დარჩენილი დღეები: 13

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

 

სამგზავრო გრანტით ფინანსდება საგრანტო პროექტი, რომელიც ეხება ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული პირის მონაწილეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლის შედეგად  მოხდება ინფორმაციის გაცვლა/გამოცდილების გაზიარება/პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა და ადგილობრივი ინოვაციების  ეკოსისტემის გაძლიერება.

სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

კონფერენცია;

) კონგრესი;

) ფორუმი;

) სიმპოზიუმი;

) ვორქშოფი;

) კონკურსი;

ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ..)

) სემინარი-ტრეინინგი;

) დარგობრივი გამოფენა.

სამგზავრო საგრანტო  განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური სფერო;
  • ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;
  • ღონისძიებისდან მიღებული პოტენციური სარგებელი და მოსალოდნელი შედეგი;
  • ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთსსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N18- ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესსდა საგრანტო პროგრამის პირობებსასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მცირე გრანტის გაცემის წესი.
  • პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის განცხადების შაბლონი
  • პროგრამული ანგარიშის ფორმა
  • ფინანსური ანგარიშის ფორმა

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ბიუჯეტის ფორმა იურიდიული პირისთვის
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • ამონაწერი რეესტრიდან