Grants

General Information
Small Grants for Individuals
  • ID SGI_1
  • მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება
  • Start Date: 30 December 2017
  • Deadline: 31 January 2018 23:59
5000 ლარის ფარგლებში პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით,რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროტოტიპი არის პროდუქტის ადრეული, პირველადი ან/და წინასწარი ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის გამოსაცდელად და გამოცდის შედეგების შესასწავლად.პროტოტიპირება პროდუქტის განვითარების პროცესის ნაწილია და მისი მიზანია სამომავლო პროდუქტის დახვეწა კომერციალიზაციის მიზნით, რაც მის შემქმნელს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს პროდუქტის ფუნქციურ შესაძლებლობებში.
 
პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  1. ინოვაციურობა;
  2. პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
  3. პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
  4. საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
  5.  საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;
  6. საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.
 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორატლის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

Documents

Documents for Information

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

Documents to be submitted

  • Application/Business Plan
  • ბიუჯეტის ფორმა
  • გეგმა-გრაფიკის ფორმა
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • პროტოტიპის გეგმა/ნახაზი, ესკიზი