Grants

General Information
Competition of Organizing Regional Pre-accelerator Programs
  • ID PRE_0_6
  • პრე-აქსელერატორების განხორციელების კონკურსი (სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი)
  • Start Date: 18 March 2024
  • Deadline: 27 March 2024 23:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით,  ცხადდება რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი საქართველოს 5 რეგიონში (სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი). აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“  დაფინანსებით. რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა გულისხმობს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი  ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის, ხოლო 25 000 ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ სტარტაპებს დაეხმარება ბიზნეს იდეის განხორციელების პროცესში მიიღონ რჩევები კვალიფიციური მენტორებისგან.

პროგრამა შედგება 2 ფაზისგან:

I ფაზა - პრე-აქსელერაციის პროცესი;

II ფაზა - ინდივიდუალური მენტორშიპ სესიები რეგიონული გრანტების გამარჯვებული სტარტაპებისთვის (დისტანციურ ფორმატში).

კონკურსის მიზანია, რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ორიივე ფაზის ხარისხიან და სრულყოფილ განხორციელებას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 მარტი. 

Documents

Documents for Information

  • პროექტის აღწერა
  • პროექტის სილაბუსი (რეკომენდირებული)
  • დანართი 1

Documents to be submitted

  • ბიუჯეტის ფორმა
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი