საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, ლაგოდეხი, ხულო, სამცხე-ჯავახეთის,ახალციხე, ბოლნისი, მარნეული და გარდაბანი). აღნიშნული პროექტები ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში.
ტექნოლოგიური კვირებულები გულისხმობს ზემოთ ხსენებულ 7 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დაინტერესებას ICT, STEAM და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეებში ტექნოლოგიების პოპულარიზაციას და მათ შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 მარტი..