Grants

General Information
Competition for Innovation Community Development Events
  • ID CE_2
  • Competition for Innovation Community Development Events
  • Start Date: 23 April 2023
  • Deadline: 1 May 2023 23:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს ინოვაციების საზოგადოების განვითარების ღონისძიებების მხარდასაჭერად. კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკების, კავშირების და გამოცდილების გაზიარება - მეორე მხრივ კი, გლობალური ბაზრისთვის საქართველოს ეკოსისტემის შესაძლებლობების და მიღწევების გაცნობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომელთა მთავარი საქმიანობაც ადგილობრივი ინოვაციების საზოგადოების გაძლიერება და მისი მხარდამჭერი აქტივობებია. არჩეული ორგანიზაციისგან/ორგანიზაციებისგან, სააგენტო შეისყიდის იმ კომპონენტის მომსახურებას, რომელშიც ორგანიზაცია მიიღებს გამარჯვებულის სტატუსს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.

კონკურსის კომპონენტებია:

  • ადგილობრივი ინოვაციური ეკოსისტემის გაცნობა საერთაშორისო ბაზრისთვის, კომპანიებთან პოტენციური თანამშრომლობების, სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის/ახალი ქვეყნის ბაზარზე გასვლის და გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი საზოგადოებისთვის - საერთაშორისო სპიკერების/მენტორების/ტექნოლოგიური კომპანიების/ინვესტორების საქართველოში ჩამოყვანა;
  • ადგილობრივი ინოვაციების საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება.

გამარჯვებულმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა კონკურსის ფარგლებში აღწერილი პროექტის აღსრულება უნდა დაასრულონ არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრისა.

 

გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა

საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 40 000 ლარს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 1 ან 2 გამარჯვებული ორგანიზაცია. შეფასების შემდეგ, თუ, უმაღლესი ქულების მქონე 2 ორგანიზაციის ქულებს შორის განსხვავება 10 ქულაზე ნაკლები იქნება, საკონკურსო თანხა გაიყოფა 2 გამარჯვებულზე (20 000 ლარის ბიუჯეტი თითოეულისთვის). ხოლო, თუ უმაღლესი ქულების მქონე 2 ორგანიზაციას შორის 10 ან მეტი ქულა იქნება განსხვავება - სრული საკონკურსო თანხა დაეთმობა 1 გამარჯვებულ ორგანიზაციას.

სააპლიკაციო ფორმის შევსებით კი, ეთანხმებით, რომ თუ, თქვენ უმაღლესი ქულებით პირველი ორი ადგილიდან ერთ-ერთს დაიკავებთ და თქვენსა და მეორე აპლიკანტ ორგანიზაციას შორის ქულების განსხვავება 10-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საკონკურსო თანხა თანაბრად განაწილდეს თქვენსა და მეორე აპლიკანტ ორგანიზაციას შორის.

 

კონკურსის ეტაპები

  1. ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება, grants.gov.ge-ზე
  2. შუალედური შეფასება
  3. კომისიის წინაშე პრეზენტაცია
  4. გამარჯვებულის გამოვლენა
Documents

Documents for Information

  • სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება