Grants

General Information
Competition for "Student Startups" Project Execution
  • ID KSP_SS_2
  • გორის ტექნოლოგიური კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • Start Date: 20 April 2023
  • Deadline: 1 May 2023 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება სტუდენტური სტარტაპის პროგრამა ქ. გორის უნივერსიტეტის და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში სტუდენტების მაქსიმალურად დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობით და პარალელურად ნივთების ინტერნეტის“ (IoT), ხელოვნური ინტელექტის ( AI ), eCommerce, WEB და Mobile დეველოპმენტის განვითარების მნიშვნელობით, პრაქტიკებით და ამის საფუძველზე  ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტი ორიენტირებულია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  და პროფესიული კოლეჯების სტუდენტების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე.

  • სტუდენტური სტარტაპის  უმთავრესი მიზნებია:
  • რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ადამიანებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირებისა და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები.
  • მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე.
  • რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების უფრო აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება
  • ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების გაჩენა და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობების დემონსტრაცია,  წარმატებული სტარტაპების მაგალითზე
  • რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა. სტუდენტური სტარტაპი-  პროგრამა გავლილი ბენეფიციარების მონაწილეობა   სააგენტოს  მიერ ინიცირებულ  რეგიონულ  საგრანტო პროგრამებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.

Documents

Documents for Information

  • პროექტის აღწერა

Documents to be submitted

  • ბიუჯეტის ფორმა
  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები