Grants

General Information
Innovative enterpreneurship grant for pilot regions
  • ID IEGPR_1
  • Innovative enterpreneurship grants for pilot regions
  • Start Date: 17 January 2022
  • Deadline: 28 February 2022 23:59

საგრანტო პროგრამით ფინანსდება პროექტების შემდეგი რეგიონებიდან : იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

პროექტის მიზანი: საგრანტო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების (მათ შორის, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერების) მხარდაჭერას. საგრანტო კონკურსი ინოვაციურ  მეწარმეებს საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და მომსახურება, განავითარონ რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვი და რეგიონული ეკონომიკის პროდუქტულობის დონე.

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას
  • საპილოტე რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, დამატებით ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას და ასევე, რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და დანადგარების არსებობას.
  • რეგიონული ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

 

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი გაიცემა:

ა) პროტოტიპირებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინტელექტუალური საკუთრების განაცხადებისა და საზღაურებისთვის. კვლევითი და საცდელი მომსახურებებისა და ქვეკონტრაქტებისთვის, შემუშავებული ინოვაციების ტესტირება და გამოცდისთვის, ბიზნეს გეგმის მომზადება შემდგომი კაპიტალის მობილიზებისათვის, კომერციალიზაციისთვის.

ბ) ბიზნეს პროცესში ინოვაციური ან ტექნოლოგიური  ელემენტის ინტეგრირებისთვის. (მანქანა-დანადგარების შესაძენად)

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ 4 საპილოტე რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონებში, ან თქვენი საქმიანობის არეალი მოიცავს აღნიშნულ რეგიონებს.  

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

 

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

საქონლის, მომსახურებისა (პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების) და არაფინანსური აქტივების, მათ შორის ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები) შესაძენად.

საგრანტო კონკურსის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;

ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;

გ) კონკურენტული უპირატესობა;

დ) პროდუქტი/ტექნოლოგია;

ასევე მნიშვნელოვანია, პროექტი ხელს უწყობდეს 4 საპილოტე რეგიონში ინოვაციური წარმოებით რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას და შედეგად რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტს ჩარიცხავს ორ ეტაპად, პირველი და მეორე ჩარიცხვის ვადები დამოკიდებულია შერჩეული პროექტის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე. მეორე, ე.ი. საბოლოო გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

 

Documents

Documents for Information

  • გრანტის გაცემის წესი
  • განაცხადის კითხვარი
  • ხშირად დასმული კითხვები
  • პორტალის სახელმძღვანელო

Documents to be submitted

  • განმცხადელის პირადობის მოწმობა
  • გუნდის წევრების რეზიუმეები
  • პრეზენტაცია
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • დამატებითი დოკუმენტაცია