გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
MES_I2Q_CIF
  • ID MES_CIF_1
  • კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის
  • დაწყების თარიღი: 30 ნოემბერი 2022
  • დასრულების დრო: 20 თებერვალი 2023 23:59

CIF კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების წარმოდგენის ვადა ამოწურულია.

შემოსული კითხვები და პასუხები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)" შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. 


CIF- ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა  კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF- ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან  კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა. 

 

მიმდინარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია:

  • უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. ორმაგი ხარისხის) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • შრომის ბაზრის საჭიროებებზე (მათ შორის - საქართველოს რეგიონების სპეციფიურ საჭიროებებზე) მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (სმარტსპეციალიზაცია, მესამე მისია და სხვ.);
  • პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • ინდუსტრიასთან/კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა (დამსაქმებლის საჭიროებაზე მორგებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (ერთობლივი სწავლება/ სტაჟირება, კვლევები/სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები)
  • სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.


მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: 

ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);

ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.

 

წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, საინფორმაციო დოკუმენტებში იხილოთ ბრძანება №1499544.

 

საგრანტო წინადადებები აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ვებპორტალის მეშვეობით და იხელმძღვანელონ პორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით. აპლიკაციები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2022 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • ბრძანება საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ
  • CIF მართვის სახელმძღვანელო
  • CIF მართვის სახელმძღვანელო_ENG
  • სახელმძღვანელო აპლიკანტებისთვის
  • სახელმძღვანელო აპლიკანტებისთვის_ENG
  • საგრანტო ხელშეკრულების ფორმა
  • საგრანტო ხელშეკრულების ფორმა_ENG

წარსადგენი დოკუმენტები

  • საგრანტო განაცხადის ფორმა/წინადადება (PDF ფორმატი)_GEO
  • საგრანტო განაცხადის ფორმა/წინადადება (PDF ფორმატი)_ENG
  • წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა_GEO
  • წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა_ENG
  • გუნდის წევრების ავტობიოგრაფია (CV)_GEO
  • გუნდის წევრების ავტობიოგრაფია (CV)_ENG
  • ბიუჯეტი (ექსელის ფორმატი)_GEO
  • ბიუჯეტი (ექსელის ფორმატი)_ENG
  • განხორციელების გეგმა (ექსელის ცხრილი)_GEO
  • განხორციელების გეგმა (ექსელის ცხრილი)_ENG
  • პროექტის შედეგებისა და მონიტორინგის გეგმა_GEO
  • პროექტის შედეგებისა და მონიტორინგის გეგმა_ENG
  • საზოგადოების ჩართულობის გეგმა_GEO
  • საზოგადოების ჩართულობის გეგმა_ENG
  • უსდ/-ებ-ის არასაგანმანთლებლო პარტნიორ(ებ)ის სარეგისტრაციო დოკუმენტ(ებ)ი_GEO
  • უსდ/-ებ-ის არასაგანმანთლებლო პარტნიორ(ებ)ის სარეგისტრაციო დოკუმენტ(ებ)ი_ENG
  • ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი კონსორციუმის შეთანხმება_GEO
  • ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი კონსორციუმის შეთანხმება_ENG
  • ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადი_GEO
  • ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადი_ENG
  • ყველა პარტნიორთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები_GEO/ENG
  • CIF-ის აპლიკანტის განაცხადის ფორმა_GEO
  • CIF-ის აპლიკანტის განაცხადის ფორმა_ENG
  • უსდ-ის წარმომადგენლობის ფორმა